FAIL (the browser should render some flash content, not this).

Navigation


აფხაზეთის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ვებ-გვერდის ადინისტრაცია გთავაზობთ გახდეთ საიტის განვითარების მონაწილე. გამოაგზავნეთ აფხაზეთის კულტურული ძეგლების ფოტოები.
 
<title> ილორის წმინდა გიორგის ხატი
მთავარ გვერდზე გადასვლა

ილორის წმინდა გიორგის ხატი


ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ.

ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ ტანსაცმელში გამოწყობილი წმინდა გიორგი, რომლის გამოსახულების მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოქანდაკებულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას თან ახლავს განმარტებითი წარწერები. გარდა ამისა, ხატის ჩასასვენებელზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს.

წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან საერო პირები, კერძოდ, მხარის გამგებელიოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-82 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა წმინდა გიორგი და ‘’სასწაულმოქმედი’’ ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს იმართებოდა ილორში.

  ხატი ამჟამად დაცულია . ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.